Slide home vector 4 შექმენი ახალი დასასრული! პროექტის შესახებ რეგისტრაცია

 

პროექტის შესახებ

English Book Education, Macmillan Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, იწყებს ვიდეოკონკურსს: Summer Reading Challenge

კონკურსის მიზანია ინგლისური ენის პედაგოგებს აუმაღლდეთ პროფესიული მოტივაცია, ხოლო მათ მოსწავლეებს ინგლისურ ენაზე კითხვისა და შემოქმედებითობის უნარი;

ვიდეოკონკურსში მონაწილეობისთვის, პედაგოგმა უნდა აირჩიოს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ადაპტირებული ინგლისურენოვანი ლიტერატურა და წააკითხოს თავის მოსწავლეს, მოსწავლესთან ერთად მოიფიქროს წაკითხული ტექსტის ალტერნატიული დასასრული, რომელსაც  ვიდეოს სახით მოგვითხრობს მოსწავლე ინგლისურ ენაზე; 

ვიდეოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ენის პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს ( ასაკი არ არის შეზღუდული) მთელი საქართველოს მასშტაბით; ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი მოწყობილობით.

პირველ ეტაპზე საკონკურსო ვიდეოები შეფასდება სპეციალურად შექმნილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით, English Book Education-ის წიგნის კლუბის ინგლისურენოვანი პედაგოგები გამოავლენენ თავიანთ რჩეულებს, რომლებსაც გადაეცემათ ოქროს სერტიფიკატები; 

დანარჩენ მონაწილეებზე ვერცხლისა და ბრინჯაოს სერტიფიკატები ქულების მიხედვით გადანაწილდება; 

წესები

  • გაიარეთ რეგისტრაცია;
  • შეარჩიეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი ლიტერატურა მითითებულ ბმულზე და შეიძინეთ Bookshop.ge-ზე სპეციალურ ფასად; 
  • მოსწავლესთან ერთად წაიკითხეთ შერჩეული წიგნი და მოიფიქრეთ წიგნის ალტერნატიული დასასრული; (წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მოსწავლე ცოტა ხნით წიგნის ავტორი ხდება, როგორ დაასრულებს ამბავს);
  • ჩაწერეთ 1-წუთიანი ვიდეო, სადაც მოსწავლესთან ერთად გამოჩნდება Bookshop.ge -ზე შეძენილი წიგნი და მოსწავლე თავისი ინტერპრეტაციით, მოგვითხრობს წაკითხული წიგნის დასასრულს;
  • საკონკურსო ვიდეო გამოგვიგზავნეთ მითითებულ მეილზე: englishbookteam@englishbook.ge

ვიდეო გზამკვლევი

წიგნები

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 ივლისი!

ხშირად დასმული კითხვები

მასწავლებელი მოსწავლეს ინდივიდუალურად ჩართავს პროექტში;

მონაწილე ირჩევს ერთ წიგნს, რომლის წასაკითხად და ვიდეოს გადასაღებად აქვს 1 თვე;

მოსწავლის ნამუშევარი, მითითებულ მეილზე (englishbookteam@englishbook.ge) უნდა გამოგზავნოს მასწავლებელმა;

პედაგოგის ჩართულობის გარეშე მონაწილეობა შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი გადის რეგისტრაციას.

ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ მითითებულ მეილზე: Englishbookteam@englishbook.ge

ნამუშევრებს შეაფასებს წიგნის კლუბის ინგლისურენოვანი ჟიური, სპეციალურად შექმნილი შეფასების კრიტერიუმის მიხედვით. შეფასების კრიტერიუმი;

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 25 ივლისი;

ხალხის რჩეული გამოვლინდება ხმის მიცემის პრინციპის საფუძველზე. გადადით, მითითებულ ბმულზე და მიეცით ხმა თქვენს რჩეულს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ჩვენს ვებ გვერდზე: Bookshop.ge. წიგნს შეიძენთ ფასდაკლებით და ჩვენი კურიერი მოგიტანთ თქვენთვის სასურველ მისამართზე.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს.

დიახ, ვიდეოში უნდა ჩანდეს Bookshop.ge-ზე შეძენილი წიგნი.

ჟიური

 

ამანდა არაგონა ფლორიდიდანაა და საქართველოში 2020 წლიდან ცხოვრობს. ამჟამად ის English Book Education-ის ენის სკოლა Unique Learning-ისა და King’s and Queen’s Club-ის მასწავლებელია.  ამანდა 2014 წლიდან 2019 წლამდე თეატრში ატარებდა კლასგარეშე აქტივობებს ახალგაზრდებისთვის და ამ გამოცდილებას აქტიურად იყენებს ქართველ მოსწავლეებთანაც. ამანდა მოუთმენლად ელოდება Summer Reading Challenge-ის კონკურსანტთა ნამუშევრებს და მზადაა საუკეთესოთა შორის საუკეთესო ალტერნატიული დასასრულის გამოსავლენად.

 

პოლ პინსონი დაიბადა და გაიზარდა კალიფორნიაში. ის ფილოსოფიასა და ინგლისურ ლიტერატურას ნიუ იორკის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი ინტერესის სფეროა ლაშქრობა, წერა, ანტიკური ლიტერატურა და ირლანდიური ენა. საქართველოში ის English Book Education-ის ენის სკოლა Unique Learning-ში ინგლისურ ენას ასწავლის. პოლი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობს. იმედი აქვს, ქართულ ენას მალე დაეუფლება და საქართველოს ბევრ კუთხეს დალაშქრავს. პოლმა სიხარულით მოირგო Summer Reading Challenge-ის ჟიურის როლი და  ინტერესით ელოდება თითოეული კონკურსანტის მიერ შექმნილ წიგნის ახალ და ორიგინალურ დასასრულს.